თვითდასაქმებული მოქალაქეები მათი იდენტიფიცირების შემდეგ ერთჯერადად 300 ლარს მიიღებენ - პრემიერი

24 აპრილი 2020, 14:32 1647 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, თვითდასაქმებულ მოქალაქეებს, მათი იდენტიფიცირების შემდეგ, სახელმწიფო ერთჯერადი დახმარების სახით 300 ლარით დაეხმარება.

„ჩვენი მოქალაქეების ის ფენა, რომლებიც არაფორმალურ იყვნენ დასაქმებულები ან თვლიდნენ თავს თვითდასაქმებულად, რა თქმა უნდა, სახელმწიფოსთვის არის უკიდურესად რთული მათი იდენტიფიცირება, რადგან ისინი არ აღირიცხებიან არც ერთ ოფიციალურ ბაზებში და წყაროებში. მაგრამ სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, რომ სოციალური დახმარების სამსახურების მეშვეობით და მათი იდენტიფიცირების მაქსიმალური გამარტივების გზით, მაშინ როდესაც მოხდება ასეთი ადამიანების იდენტიფიცირება, გაუწიოს ამ ადამიანებს ერთჯერადი დახმარება 300 ლარის ოდენობით" - განაცხადა გახარიამ.

პრემიერის განმარტებით, ამ ღონისძიების დაახლოებითი ბიუჯეტი იქნება 75 მილიონი ლარი

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი