კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით ევროპაში ესპანეთი ლიდერობს

23 აპრილი 2020, 14:00 1743 ნახვა

ესპანეთი  კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით ევროპაში პირველ ადგილზეა, ხოლო სიკვდილიანობის მაჩვენებლით იტალიის შემდეგ მეორეზე.  ქვეყანაში კოვიდ-19    208 ათასზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, ლეტალურად 21 ათას 717 შემთხვევა დასრულდა.

 ქვეყანაში მკაცრი საკარანტინო ზომები 14 მარტს გამოცხადდა.  ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი  კარანტინის ეტაპობრივად  მოხსნას მაისის შუა რიცხვებიდან დაიწყებს თუმცა აღნიშნავს, რომ პროცესი ეტაპობრივი და ნელი იქნება.  

ზოგიერთი შეზღუდვა მაგალითად 14 წლამდე ასაკის ბავშვების მშობლების თანხლებით ქუჩაში გასეირნება უკვე ნებადართულია. მანამდე მათ სახლის დატოვება ეკრძალებოდათ. 
   საფრანგეთში პარიზის ჩრდილოეთ გარეუბნებში მესამე დღეა არეულობები გრძელდება.  

ახალგაზრდები ნაგვის ურნებს ცეცხლს უკიდებენ და პოლიციელებს ქვებს ესვრიან. სოციალური დაძაბულობის მიზეზად  ამ რაიონების ჩვეულებრივ სიღარიბესთან თანდართულ  კარანტინსა და ქუჩებში პოლიციელების სიმრავლეს ასახელებენ.    

საფრანგეთის საავადმყოფოების ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში  კოვიდ-19-ის დიაგნოზით პაციენტთა რაოდენობა  უკვე ზედიზედ  მე-13-ე დღეა  მცირდება.  ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებებში 5 ათას 433 პაციენტი წევს.  

თუმცა ლეტალურ შემთხვევათა რაოდენობა  არ იკლებს. გასულ დღე-ღამეში საფრანგეთში 531 ადამიანი გარდაიცვალა. სულ კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა  ეპიდემიის დაწყებიდან 20 ათას 796 აღწევს.  
   

იტალიაში კვირის ბოლოს  ქვეყნის კარანტინიდან გამოსვლის  გეგმას   წარმოადგენენ. პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტე აცხადებს, რომ  ნორმალურ ცხოვრებისკენ დაბრუნება კოვიდ-19-ის პრობლემით დაკავებული  მედიკოსებისა და  მეცნიერების რჩევების გათვალიწინებით მოხდება.  

საკარანტინო რეჟიმის შემსუბუქება 4 მაისიდან დაიწყება.  ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა  იკლებს, თუმცა სიკვდილიანობის მაჩვენებელი მატულობს.  ბოლო დღე-ღამეში გარდაცვალების 534 შემთხვევა დაფიქისრდა. სულ იტალიაში კორონავირუსის 24 ათას 648 მსხვერპლია, რაც ევროპაში ყველაზე ცუდი მაჩვენებელია. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი