საგანგებო მდგომარეობის გაუქმებას ითხოვენ ბათუმში. ქალაქის ცენტრალურ პარკში აქცია გაიმართა, თუმცა არა ტრადიციული ფორმით. კოლონადებთან რამდენიმე პირი შეიკრიბა. მათ არ ჰქონიათ ტრანსფარანტები და არც შეძახილები ყოფილა.
მთავრობის მიერ დაწესებული შზღუდვების მოხსნა აქციის მონაწილეებმა სოციალური დისტანციის დაცვით ხმაურის გარეშე მოითხოვეს. ბათუმელები ცენტრალურ პარკში თბილისში „გირჩის“ მიერ დაანონსებული აქციის პარალელურად შეიკრიბნენ. ისინი მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება კორონავირუსის ფონზე საგანგებო მდგომარეობის ვადის გაგრძელებითა და კომენდანტის საათის გამოცხადებით კოვიდ 19-თან ბრძოლის სახით რეალურად საკუთარი ძალაუფლების ჩვენებას ცდილობს.
ამბობენ, რომ ეს ყველაფერი ეკონომიკაზე და მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობაზე აისახა.