მთიან აჭარაში თოვლი მოვიდა

23 აპრილი 2020, 11:06 1903 ნახვა

გაზაფხულის მეორე თვის მიწურულს მთიან აჭარაში თოვლი მოვიდა. მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი 8-10 სმ-ია. დაბალი ზონაში 2-3 სმ. ნალექს ფერმერებისთვის ზარალი არ მიუყენებია ვინაიდან ნაწილს ხვნა-თესვის სამუშაოები არ დაუწყია.

ფერმერების განცხადებით, უკვე დათესილ ნარგავებს მიწაში საფრთხე არ ემუქრება. მათივე თქმით, ბოსტნეულისგან განსხვავებით შესაძლებელია ყინვას ვერ გაუძლოს ყვავილში მყოფმა ხეხილმა.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში