აჭარაში COVID-19-ის ახალი შემთხვევა არ დადასტურებულა

21 აპრილი 2020, 10:55 2196 ნახვა

აჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ბათუმში წუხელ გამოკვლეული 90 პაციენტიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა. კლინიკა "მედალფაში" დადასტურებული დიაგნოზით მკურნალობს 35 პაციენტი. 13 პაციენტი კი განიკურნა.

"34 პაციენტი ქობულეთის კლასტერთან არის დაკავშირებული. კლასტერთან კონტაქტირებული პირების სია გაიზარდა 520-მდე, ხდება მათი ლაბორატორიული დიაგნოსტიკა. დღეს ცნობილი გახდება იმ 50 პირის პასუხი, რომლებსაც ტესტირება გუშინ ჩაუტარდათ. ქობულეთის კლასტერის პირველ ინდექს პაციენტთან კონტაქტირებული პირებისთვის საკარანტინო პერიოდი სრულდება, ამიტომ რამდენიმეს დღეს განმეორებით ჩაუტარდება დიაგნოსტიკა და თუ პასუხები ნეგატიური იქნება, მათი თვითიზოლაციის პერიოდი დასრულებულად ჩაითვლება.

ჯერ-ჯერობით აჭარაში სტაბილური სიტუაცია, რადგან ამ კონტაქტირებული პირების გარდა კვლევებს გაფართოებული არეალით ვატარებთ. ამ ეტაპზე უკონტროლო გავრცელების შემთხვევა არ ყოფილა. ჯერ სიმშვიდის ფაზაში ვართ. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ შეიძლება ტენდენცია შენარჩუნდეს, მომდევნო ორი კვირა იქნება პრობლემური, რადგან სხვადასხვა რეგიონში მასიური თავშეყრის შემთხვევებს ჰქონდა ადგილი და ეს შემდგომი პერიოდისთვის იქნება პრობლემა შესაძლო შემთხვევების მატებისა"- განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში