საქართველოში დღეს 20 ათასი უმაღლესი ხარისხის PCR ტესტი ჩამოვიდა - საგარეო

18 აპრილი 2020, 12:14 1680 ნახვა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს საქართველოში 20 ათასი უმაღლესი ხარისხის კორეული PCR ​ ტესტი ჩამოვიდა.უწყებაში ამბობენ, რომ აღნიშნული ტესტები კორეულ მხარესთან მჭიდრო თანამშრომლობით, საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით და კორეაში საქართველოს საელჩოს ძალისხმევით შეიძინეს და ჩამოიტანეს.

სამინისტროს ინფორმაციით, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები ქვეყნის საჭირო სამედიცინო აღჭურვილობითა და პრეპარატებით მომარაგებაში აქტიურად არიან ჩართულნი.ცნობისთვის, PCR ​ ტესტი არ არის ე.წ. სწრაფი  ტესტი.

ეს იგივე ტექნოლოგიაა, რასაც საქართველოში თავდაპირველად ლუგარის, შემდგომ კი სხვა ლაბორატორიები იყენებენ. ითვლება, რომ ყველაზე სანდო შედეგს სწორედ PCR ტესტი იძლევა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი