ქვეყნის მასშტაბით ქუჩებში უჩვეულო სიცარიელეა, არ მოძრაობს ტრანსპორტი. მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება ქვეყანაში სრულად აკრძალულია. აკრძალულია ტაქსის სერვისით სარგებლობა, გადაადგილება ქალაქში მხოლოდ მოტოციკლის, ველოსიპედისა და მოპედის საშუალებითაა შესაძლებელი. ჩვეულებისამებრ განაგრძობს მუშაობას სასურსათო მაღაზიები, აფთიაქები და მიტანის სერვისები. ამ ყველაფერთან ერთად დახურულ საჯარო სივრცეში სავალდებულო გახდა პირბადის ტარება.