დღეს აჭარაში ინფიცირების კიდევ ორი შემთხვევა დაფიქსირდა, რომელიც ქობულეთის კლასტერს უკავშირდება.
ჯამში, ''COVID 19''-ით მხოლოდ ქობულეთის კლასტერიდან 20 პირია ინფიცირებული. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ადასტურებს. დღეს საღამოს კიდევ 15 ტესტირების პასუხს ელოდებიან.