ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსის მსხვერპლთა რიცხვი 16 400-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ინფიცირებულთა რაოდენობამ ერთი დღე-ღამის განმავლობაში 27 000-ით მოიმატა და 459 000-ს მიაღწია.
ამერიკა ფატალური შემთხვევებით მხოლოდ იტალიას ჩამორჩება.
რთული მდგომარეობაა კვლავ ესპანეთში, საფრანგეთში და დიდი ბრიტანეთში.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, თავს უკეთ გრძნობს, თუმცა კვლავ საავადმყოფოში რჩება.