ქუჩაში ჯგუფურად შეკრებისთვის 82 , თვითიზოლაციის დარღვევისთვის 9, ხოლო 59 მძღოლი დაჯარიმდა - შსს

06 აპრილი 2020, 14:44 1703 ნახვა

კორონავირუსთან დაკავშირებით გამოცხადებული საგანგებო რეჟიმის დარღვევისთვის, 5 აპრილს, ქვეყნის მასშტაბით 286 ადამიანი 3000 ლარით დაჯარიმდა - საერთო ჯამში კი, 858 ათსი ლარის ჯარიმა გამოიწერა - ინფირმაცია დაჯარიმებულების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტომ გაავრცელა. 

უწყების ინფორმაციით,  ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვებისთვის, ბოლო 24 საათის განმავლობაში, 286  ფაქტი  გამოვლინდა. 136 შემთხვევაში მოქალაქე 3000 ლარით დააჯარიმდა. 

დაჯარიმდნენ ის პირები, რომლებიც საჯარო სივრცეში შეიკრიბნენ და მათი რაოდენობა 3-ზე მეტ ადამიანს აღემატებოდა. მათ, პოლიციის ინფორმაციით  2-მეტრიანი სოციალური დისტანცია არ ჰქონდატ დაცული. ასეთი ქვეყნის მასშტაბით 82 მოქალაქე დააჯარიმდა.

დაფიქსირდა თვითიზოლაციის წესების დარღვევის 9 ფაქტი. 

რაც შეეხება ავტომობილში დადგენილი წესების დარღვევას, მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კიდევ 59 პირი დააჯარიმდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი