Google-მა საქართველოში მოსახლეობის აქტივობის მონაცემები გამოაქვეყნა. სოციალური გიგანტის ინფორმაციით, 67%-ით შემცირდა მოქალაქეების გადაადგილება მაღაზიებში, რესტორნებში და საზოგადოების თავშეყრის ადგილებში.
კომპანიის განცხადებით კვლევა მობილური ტელეფონებიდან მიღებულ ინფორმაციას ეფუძნება და ნათქვამია, რომ მოქალაქეების დიდი ნაწილი ემორჩილება საგანგებო რეჟიმის პირობებს.
16 თებერვლიდან 29 მარტამდე 53%-ით არის შემცირებული, საზოგადოებრივი ტრანსპორტი და რკინიგზის მომსახურებით სარგებლობა.
სურსათის მაღაზიებში, ბაზრებსა და აფთიაქებში 36%- ით ნაკლები მოქალაქე გადაადგილდებოდა.
38%-ით შემცირდა დასაქმებული ადამიანების გადაადგილება სამუშაო ადგილებზე.
ამავე პერიოდში 12 % -ით გაიზარდა მეზობელ გარემოში - უბნებში გადაადგილება.