ქედაში, სოფელ დანდალოში მოხუცებული წყვილი თვითიზოლაციაში იმყოფება. სახლის ჭიშკარი ჯაჭვით აქვთ ჩაკეტილი და ეზოში არავის უშვებენ. დღეს, მათთან მოხალისეები იმყოფებოდნენ, რომლებმაც მარტოხელა მოხუცებს საკვები აუტანეს, თუმცა მათ ჭიშკარი არ გაუღეს, უთხრეს რომ ვირუსის ეშინიათ.
მოხალისეებმა საკვები ჭიშკრის მიღმა დაუტოვეს.