ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მაკა სოლოღაშვილის ინფორმაციით, კლინიკაში კორონავირუსის ორი ახალი დადასტურებული შემთხვევა აქვთ, საიდანაც ერთ შიდა გადაცემას უკავშირდება, ერთ კი გერმანიის კლასტერს.
ბოჭორიშვილის კლინიკაში მკურნალობას 14 პაციენტი გადის, 7 აქვს დადასტურებული კოვიდ-19, გუშინდელი კვლევიდან 2 პაციენტს დაუდასტურდა covid-19. ორი პაციენტი დღეს ჩაერთვება კვლევაში, დადასტურებული პაციენტების მდომარეობა არის საშუალო სიმძიმის, ძველ პაციენტებში შეინიშნება გამოჯანმრთელების კარგი ტენდენცია. ამ დღეებში მოხდება გადამოწმება ლაბორატორიული მონაცემების.
ერთ პაციენიტი შიდა გავრცელებაა, მეორე გერმანიის კლასტერია, რომელთანაც გამოხატული იყო პნევმონია გარკვეული პერიოდის განმავლობაში და ლაბორატორიულად ბოლო პერიოდში გამოვლინდა კოვიდ 19-ის დიაგნოზი. შიდა გადადების წყარო ცნობილია. ორივე მცირეწლოვანი აგრძელებს კლინიკაში მკურნალობას, მათ უტარდებათ საჭირო კვლევები"- განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კოვიდ-19-ით 115 პირია ინფიცირებული.