თურქეთიდან საქართველოში დაბრუნებული მოქალაქეებიდან 2 პირს მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდა და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით ისინი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ქალაქ სტამბოლიდან დღეს 5 ავტობუსით 180-მდე ემიგრანტი დაბრუნდა. ისინი სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტიდან პირდაპირ საკარანტინო ზონებში გადაანაწილეს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს 54 მოქალაქეს თურქეთიდან გამომგზავრებისას პრობლემები ორი დღის წინ შეექმნათ. სტამბულიდან გამოსული ავტობუსი თურქმა სამართალდამცავებმა უკან, აქსარაის ავტოსადგურში დააბრუნეს, რისი მიზეზიც გადაადგილების ნებართვის შესახებ დოკუმენტის არქონა გახდა.