ბარათაშვილის ქუჩის კვეთაში ირაკლი აბაშიძის ქუჩის მონაკვეთზე ხანძარი ლოკალიზებულია. ცეცხლი ორ სართულიან სახლს გაუჩნდა. საცხოვრებელი სახლის გარეშე დარჩა 6 ოჯახი. ჯერჯერობით უცნობია რამდენი ადამიანი დაზარალდა.
ამას მერიის სპეციალური სამსახური აზუსტებს. ნაგებობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს, ცნობილია ის რომ აქ მცხოვრებლები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსგან მოძველებული ბინების გარემონტებას ითხოვდნენ.
გამოძიება 187-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის განადგურებას გულისხმობს.