ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის საეჭვო სიმპტომების მქონდე 6 პაციენტს აკვირდებიან. ისინი კლინიკაში საკარანტინე ზონიდან შეიყვანეს. პასუხები დღის ბოლოს იქნება ცნობილი.
ბათუმის ინფექციურში მკურნალობას კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით ამ დრომდე 3 პაციენტი გადის, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მძიმეა კლინიკა „მედალფაში“ მყოფი ერთი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა.