ლარი 20 თეთრით გამყარდა. ახალი კურსის მიხედვით, ერთი დოლარის ფასი 3 ლარი და 28 თეთრია, გუშინ დოლარი 3 ლარი და 48 თეთრი ღირდა. მკვეთრი გაუფასურების შემდეგ, ლართან მიმართებაში 19 თეთრით გამყარდა ევროც, მისი ოფიციალური კურსი 3 ლარი და 62 თეთრია. ეროვნული ვალუტის გაუფასურება მარტის პირველ ნახევარში დაიწყო და მას შემდეგ თითქმის 70 თეთრით დაეცა. ამ პერიოდში ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე რეზერვებიდან 100 მილიონი დოლარი გაიტანა.