9 სასურსათო პროდუქტზე ფასების დაზღვევა 15 მარტიდან 15 მაისის პერიოდში განხორციელდება

26 მარტი 2020, 14:15 2794 ნახვა

9 სასურსათო პროდუქტზე ფასების დაზღვევა 15 მარტიდან 15 მაისის პერიოდში განხორციელდება. 

ესენია: ბრინჯი, მაკარონი, მზესუმზირის ზეთი, ფქვილი, შაქარი, ხორბალი, რძის ფხვნილი, წიწიბურა და ლობიო. ამის თაობაზე გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო იტყობინება.

სამინისტროს თანახმად, უკვე შემუშავებულია „პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე ფასების შენარჩუნების სახელმწიფო პროგრამა”.პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე ფასების სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტი 10 მილიონი ლარია.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი