ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული ოთხი პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, ერთი საშუალო სიმძიმისაა

25 მარტი 2020, 11:55 2381 ნახვა

ბათუმში ამ ეტაპზე 5 კორონავირუსის დადასუტრებული შემთხვევა ფიქსირდება. მედიკოსების ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული ოთხი პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, ერთი კი საშუალო სიმძიმისაა. გაზრდილია საკარანიტო ზონაში მყოფი მოქალაქეების რაოდენობა და ის 1000 დან 1300 მდე გაიზარდა, 100 აღემატება თვითიზოლაციაში მყოფების ოდენობა.

4 პაციენტი საავადმყოფოში საღამოს გადაიყვანეს, მათ ამ ეტაპზე უტარდებათ ტესტირება და სავარაუდოდ პასუხები საღამოს გახდება ცნობილი.

რაც შეეხება საქართველოს, დღეს სამედიცინო დაწესებულებას კიდევ ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს, ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა დღეს 3-ით გაიზარდა და 73 შეადგინა. ახალი პაციენტიდან ერთის მოგზაურობის ისტორია საფრანგეთს უკავშირდება, ორის კი - ამერიკის შეერთებულ შტატებს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებული ორი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და საყურადღებო. ასევე მძიმეა მარნეულიდან გადაყვანილი ქალის ჯანმრთელობაც, მას როგორც მარინა ეზუგბაია ამბობს პნევმონიასთან ერთად სეფსისიც დაუდგინდა.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი