ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო მონაცემები

24 მარტი 2020, 14:01 2076 ნახვა

მსოფლიოში  კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 400 ათასს ადამიანს მიაღწია, 16 ათას 500-ზე მეტი დაიღუპა.  კორონავირუსი დაამარცხა 102 ათასმა ადამიანმა.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კოვიდ-19-ის  გავრცელების სიჩქარეზე ამახვილებს ყურადღებას.   ინფიცირების პირველი შემთხვევის შესახებ გავრცელებულ შეტყობინებისა და პირველი ასი ათასი დაავადებულის შესახებ ინფორმაციას შორის 67 დღე გავიდა.

გასულ 11 დღე-ღამეში დაავადებულთა რიცხვი 200 ათასამდე გაიზარდა. ოთხი დღის წინ  ინფიცირებული უკვე 300 ათასი ადამიანი იყო, ხოლო  ბოლო ორი დღის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების  100 ათასი ახალი შემთხვევა  გამოვლინდა.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, კორონავირუსისგან სიკვდილიანობა საშუალოდ 4 პროცენტის დონეზეა შენარჩუნებული.

ირანში ახალ კორონავირუსს, მხოლოდ ბოლო 24 საათში 122 ადამიანი ემსხვერპლა. სულ  ქვეყანაში კოვიდ-19-ით ათას  934 ადამიანი დაიღუპა. ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა  23 ათასს აჭარბებს. თურქეთში კორონავირუსით კიდევ შვიდი ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 37 შეადგინა. გაიზარდა ინფიცირებულთა რაოდენობაც.

ბოლო მონაცემებით, თურქეთში კორონავირუსის ათას 529 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. რაც შეეხება კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრს ჩინეთის ჰუბეის პროვინციას, აქ  მკაცრი კარანტინი 8 აპრილიდან მოიხსნება. ამოქმედდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი და მოსახლეობის ნაწილი სამსახურებს ეტაპობრივად დაუბრუნდება. დღეს უკვე მეექვსე დღეა, რაც ჩინეთის ჰუბეის პროვინციაში კორონავირუსის ადგილობრივი გადაცემის არც ერთი ფაქტი არ გამოვლენილა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი