საფრანგეთში ექიმის გარდაცვალების პირველი შემთხვევა დადასტურდა

22 მარტი 2020, 20:01 1996 ნახვა

ნიდერლანდებში „კოვიდ 19“- ით გარდაცვლილთა რაოდენობა 43-ით გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, ქვეყნაში ვირუსით 179 ადამიანია დაღუპული. ინფიცირებულია 4 204 ადამიანია. ბელგია „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებულ შეზღუდვებს რვა კვირით ახანგრძლივებს. 17 მარტის შემდეგ, ბელგიელებს სახლის დატოვების უფლება მხოლოდ პროდუქტების შეძენის და  ექიმთან ვიზიტის შემთხვევაში შეუძლია.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში საგანგებო ზომები 12 აპრილამდე გახანგრძლივდება. ესპანეთში კორონავირუსის 28 572 შემთხვევაა დაფიქსირებული. რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა   61-ით გაიზარდა, სულ კოვიდ 19 , 367 ადამიანს აქვს.საფრანგეთში ექიმის გარდაცვალების პირველი შემთხვევა დადასტურდა.

სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ამ ეტაპზე კვლავ იტალიაში ფიქსირდება, სადაც კორონავირუსმა უკვე 4825  ადამიანი იმსხვერპლა. იტალიას მოჰყვება ჩინეთი სადაც გარდაცვლილია  3265 მოქალაქე, ირანში 1556. რაც შეეხება თურქეთს გარდაცვლილთა რაოდენობა 21-მდე გაიზარდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი