მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 300 ათასს გადააჭარბა. ინფორმაციას ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს. მათივე ცნობით, კორონავირუსს დღემდე 13 048 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო განკურნებულთა რიცხვმა 92 372-ს მიაღწია.
სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ამ ეტაპზე იტალიაში ფიქსირდება, სადაც კორონავირუსმა უკვე 4825 ადამიანი იმსხვერპლა. იტალიას მოჰყვება ჩინეთი სადაც გარდაცვლილა 3265 მოქალაქე, ირანში 1556, ესპანეთი კი 1381 ადამიანი. რაც შეეხება ჩვენს მეზობელ თურქეთს გარდაცვლილთა რაოდენობა 21-მდე გაიზარდა.