დარჩით სახლში - დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაცია

18 მარტი 2020, 13:33 1883 ნახვა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით მათი რეკომენდაციაა რომ დარჩეთ სახლში. აღნიშნულის შესახებ მან საკორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

„ჩვენი რეკომენდაცია, რომელიც ვიცი, რომ სოციალურ ქსელშიც აიტაცეს, არის – დარჩით სახლში“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

პაატა იმნაძემ განმარტება პროცესის მართვაში მოხალისეების ჩართვაზეც ისაუბრა. მისი განმარტებით, დაავადებათა კონტროლის ცენტრი არ არის ის ინსტანცია, რომელიც მოხალისეთა ინსტიტუტს გამოიყენებს.

"მოხალისეებს ვერც ლაბორატორიაში გამოიყენებენ, ვერც კონტაქტების მოძიებაში და ვერ მეთვალყურეობაში.​მოხალისეობის თემა დაავადებათა ცენტრის ფუნქციებს ამ შემთხვევაში საერთოდ ცდება"- განაცხადა  პაატა იმნაძემ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი