დღეიდან დროებით ჩერდება გადაადგილება საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის. გადაწყვეტილება არ გავრცელდება რუსეთისა და საქართველოს იმ მოქალაქეებზე, რომლებიც საკუთარ ქვეყანაში დაბრუნების სურვილს გამოთქვამენ.
შეზღუდვები ასევე არ გავრცელდება სატვირთო გადაზიდვებზე. განცხადებას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
დროებით შეჩერებულია მიმოსვლა თურქეთთანაც, შეზღუდვა არ ეხება ტვირთბრუნვას.