საკვებ პროდუქტებზე გაზრდილი ფასები, დაცარიელებული დახლები და მომხმარებლები, რომლებმაც სურსათის მომარაგება იმის შიშით დაიწყეს, რომ მარაგი მაღაზიებში ამოიწურება.
ერთ-ერთ სავაჭრო ობიექტში გვითხრეს, რომ განსაკუთრებული მოთხოვნა პირველადი მოხმარების ნივთებსა და საკვებ პროდუქტებზეა.როგორც იცით პრემიერ-მინისტრის დავალებით, ქვეყანაში შექმნილია სურსათის მარაგებისა და ფასების რეგულაციის სამუშაო ჯგუფი, რომელსაც ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი ხელმძღვანელობს.