ბრაზილიის პრეზიდენტს COVID 19 დაუდასტურდა - თეთრ სახლში საგანგებო შეხვედრა დაიგეგმა

13 მარტი 2020, 19:23 1918 ნახვა

თეთრი სახლი საგანგებო შეხვედრაზე იკრიბება. მიზეზი ბრაზილიის პრეზიდენტ  ჟაირ ბოლსონაროსთვის კორონავირუსის ინფექციის დადასტურებაა.   ბოლსონარუ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ფლორიდაში 7 მარტს შეხვდა. რამდენიმე წუთის წინ  ცნობილი გახდა, რომ  ბრაზილიის პრეზიდენტის კორონავირუსზე აღებულმა პირველმა ანალიზმა დადებითი შედეგი აჩვენა. მანამდე კორონავირუსი  ბრაზილიის პრეზიდენტის თანაშემწეს დაუდასტურდა, რომელიც ასევე ესწრებოდა ტრამპთან შეხვედრას.  

ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა უკვე ერთი კვირის შემდეგ ათი ათასს ადამიანს გადააჭარბებს - განცხადებას პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი აკეთებს.

ხვალიდან ქვეყანა 15 დღიანი ვადით გაძლიერებული მზადყოფნის  მდგომარეობაში გადადის.  დღეისთვის ესპანეთში 4 ათას 200 ინფიცირებული და  120 დაღუპულია.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი