იტალიიდან სპეციალური რეისით ჩამოყვანილ მგზავრებს, რომლებსაც მაღალი ტემპერატურა ჰქონდათ კორონავიირუსი არ დაუდგინდათ. თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კვლევების შედეგები ცოტა ხნის წინ მიიღეს.
სულ გადაგზავნილი იყო 17 სინჯი და ყველა მათგანზე, ამ ეტაპზე უარყოფითი პასუხი მიიღეს.
„ვისაც ტემპერატურა აქვს, დარჩებიან ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, დანარჩენები კი გადავლენ თვითიზოლაციასა და კარანტინში. დღეს შემოყვანილია ოთხი ახალი პაციენტი, რომლებიც იტალიაში იმყოფებოდნენ. ჩაუტარდებათ ტესტები“, – განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი არ გაზრდილა და კვლავ 24-ია.