კორონავირუსის დადგენა ბათუმშიც მოხდება 

10 მარტი 2020, 13:59 5015 ნახვა

კორონავირუსის დიაგნოსტირება მალე ბათუმშიც იქნება შესაძლებელი – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ იმედის ეთერში განაცხადა. პაატა იმნაძის განმარტებით, კორონავირუსზე ტესტირება ლუგარის ლაბორატორიის გარდა, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში, ბათუმსა და ქუთაისში მოხდება.

მისი თქმით, ქვეყანაში ლაბორატორიული კვლევისთვის საჭირო სინჯების საკმარისი მარაგია, მათი შევსება კი მუდმივად მიმდინარეობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი დაინტერესდა, კონკრეტულად რომელ ლაბორატორიაში ჩატარდება კვლევები და როდიდან იქნება ეს შესაძლებელი. დავუკავშირდით საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს, სადაც გვითხრეს, რომ კომენტარი რამდენიმე საათში გაკეთდება და დეტალურ ინფორმაციას მოგვაწვდიან. ამ წუთებში  უწყებაში  თათბირი მიმდინარეობს. 

მოქალაქეებს ასევე აინტერესებთ, შესაძლებელია თუ არა ანალიზის ჩატარება სურვილის შემთხვევაში და დაახლოებით რა იქნება მისი საფასური. 

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 15 შემთხვევაა დადასტურებული. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი