მოლაპარაკებები საარჩევნო მოდელზე

07 მარტი 2020, 18:00 1078 ნახვა

საარჩევნო მოდელთან დაკავშირებული მოლაპარაკებები ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გრძელდება. ოპოზიციაში აღნიშნავენ საკითხის მიმართ ოპტიმისტურად პირველად არის განწყობილი.ოთარ კახიძე ამბობს, რომ ოპოზიცია ხელისუფლებასთან კომპრომისზე წავიდა.  თუმცა ნაწილი იმასაც ამბობს რომ თუ რაიმე ცვლილება იქნება ოპოზიცია ამას საქმიანად შეხვდება და დათმობებზე არ წავა. კვლავ მოითხოვენ დაპატიმრებული ოპოზიციის წევრების გათავისუფლებას.

მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ დიალოგი კონკრეტული შედეგით უნდა დასრულდეს და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება საკონსტიტუციო ცვლილების ინიციატივის დარეგისტრირება, რომლის ვადაც 9 მარტს იწურება. ქართული ოცნების წარმომადგენლების თქმით, მხოლოდ მმართველ გუნდს საკონსტიტუციო ცვლილების რესურსი არ აქვს და საჭირო იქნება ოპოზიციის მხარდაჭერა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი