მსოფლიოს მასშტაბით ახალი კორონავირუსით 100 000-ზე მეტი ადამიანია ინფიცირებული

07 მარტი 2020, 11:26 2264 ნახვა

მსოფლიოს მასშტაბით ახალი კორონავირუსით 100 000-ზე მეტი ადამიანია ინფიცირებული. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ვირუსს საერთო ჯამში 3 406 ადამიანი ემსხვერპლა, 55 694 კი გამოჯანმრთელდა. ვირუსით ყველაზე მეტი ადამიანი ჩინეთში გარდაიცვალა.ბოლო 24 საათის განმავლობაში მათი რიცხვი ქვეყანაში 3 042-მდე გაიზარდა.

ჩინეთის შემდეგ კორონავირუსით გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა იტალიაში, სამხრეთ კორეასა და ირანში მოხდა. ამასთანავე კორონავირუსის პირველი შემთხვევები დაფიქსირდა ვატიკანში, სერბეთსა და კამერუნში.ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, კორონავირუსი მსოფლიოს 96 ქვეყანაშია გავრცელებული. უფრო ვრცლად კორონავირუსის გავრცელების შესახებ, 12 საათზე მოგიყვებით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში