აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტში წყლის სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის 72 მილიონ ლარი გაიფლანგა - აცხადებენ ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში. გია აბულაძის თქმით, მუნიციპალიტეტებმა მილიონნახევარ მეტრზე მეტი სიგრძის პოლიეთილენის მილი შეიძინეს, თუმცა სამუშაოები არ ჩატარებულა, ვინაიდან კოლოსალური თანხების დახარჯვის მიუხედავდ წყლის პრობლემა დღემდე მოუგვარებელია.
უმაღლესი საბჭოს დეპუტატი აუდიტის სამსახურს მოუწოდებს შეისწავლოს წყლის სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაციის სახელმწიფო შესყიდვები. აჭარის მთავრობასა და მუნიციპალიტეტების მერიაში ამბობენ, რომ განცხადებას გაეცნობიან და კომენტარი მოგვიანებით გაკეთდება.