კორონავირუსის ეფექტი ტურიზმის სექტორზე

03 მარტი 2020, 20:01 1499 ნახვა

სასტუმროების მენეჯერები, კორონავირუსით გამოწვეულ ზარალზე საუბრობენ და მთავრობას ხელშეწყობას სთხოვენ. შეხვედრა დღეს თბილისში გაიმართა სადაც ითქვა, რომ არსებობს დახმარების ორი გზა - პირველ რიგში სასურველია სასტუმროებს საბანკო ვალდებულებები გადაუვადონ, მეორე კი ქონების გადასახადის გადავადებაა.

სასტუმროებში ჯავშნების შემცირება და გაუქმება მას შემდეგ დაიწყო, რაც კორონავირუსის გამო საქართველოს ჩინეთთან და ირანთან ფრენების შეზღუდვა მოუხდა. ამასთან, თავის მხრივ ფრენები იტალიასთან გააუქმეს კერძო ავიაკომპანიებმაც. იმ შემთხვევაში თუ ვირუსის გავრცელების მასშტაბები შემცირებისკენ არ წავა, შესაძლოა ეკონომიკური ზარალი გაცილებით დიდი იყოს.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი