აჭარაში კორონავირუსის პრევენციისთვის 100 000 ლარი გამოიყო

03 მარტი 2020, 13:43 1248 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის სარეზერვო ფონდიდან, კორონავირუსის პრევენციისთვის 100 000 ლარი გამოიყო - ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონის მთავრობა ავრცელებს.  სამუშაო ჯგუფის შეხვედრა დღეს გაიმართა. თანხა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისთვის სტრატეგიული მარაგების შევსებას მოხმარდება.

სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე ახალი კორონავირუსის გავრცელების, პრევენციული ღონისძიებების გატარების და გაცემული რეკომენდაციების შესრულების შესახებ მოისმინეს ინფორმაცია.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით რეგიონის მასშტაბით სკოლებისა და სკოლამდელი დაწესებულებების, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარდება. 

საჯარო სკოლებსა და ბაღებში სასწავლო პროცესი 2 მარტს შეწყდა. 

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში ამ ეტაპზე ერთ პაციენტს აკვირდებიან. ლუგარის ლაბორატორიიდან პასუხს დღის ბოლოს მიიღებენ. მეორე პაციენტს კი, რომელიც იტალიაში მოგზაურობდა კორონავირუსზე უარყოფითი პასუხი აქვს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი