მოლაპარაკებების ვადის ამოწურვამდე ოპოზიციამ მათთვის სასურველ საარჩევნო მოდელზე კიდევ ერთხელ იმსჯელა. მხარეებს შორის მოლაპარაკებები იმის თაობაზე, თუ რა პრინციპით უნდა გადანაწილდეს მანდატები პარლამენტში, ისევ უშედეგოა. 130-20 ზე - ოპოზიცია აქტიურად ამ მოდელზე მსჯელობს. პოლიტიკური დევნის შეწყვეტისა და პოლიტპატიმრების საკითხი იყო თემა, რომლის სანაცვლოდ ოპოზიცია მოლაპარაკებების გაგრძელებას აპირებდა ხელისუფლებასთან, დღეს კი ამ საკითხთან მიმართებაში ოპოზიციურ პარტიებში სხვადასხვაგვარი დამოკიდებულებაა. პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ არჩევნების კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირება არასწორია, მოდელი კი, რომელსაც თავად სთავაზობენ ოპოზიციას რეალობასთან შესაბამისია.