ქობულეთში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

01 მარტი 2020, 14:11 7069 ნახვა

ქობულეთში, 27 თებერვალს მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულს  ბათუმის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლე  დავით მამისეიშვილმა პროკურორის შუამდგომლობით იხელმძღვანელა და ბრალდებული წინასწარ პატიმრობაში დატოვა.  დაცვის მხარე კი გირაოს, 50 ათასი ლარის ოდენობით შეფარდებას ითხოვდა. დაცვის მხარეს ასევე პრეტენზია აქვს მუხლთან დაკავშირებით. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. დაკავებულის ადვოკატი  ითხოვს მუხლი კადაკვალიფიცირდეს და  გამოძიება 113-ე მუხლით გაგრძელდეს, რაც  მკვლელობას აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით გულისხმობს.

შემთხვევა ქობულეთში 27 თებერვალს მოხდა.  რუსთაველის 122 ნომერში ორ მამაკაცს შორის დაპირისპირებას  სანადირო თოფიდან გასროლა მოჰყვა და 30 წლამდე კაცი დაიჭრა.

როგორც თვითმხილველები ამბობენ, საშუალო ასაკის მამაკაცებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ჩხუბში გადაიზარდა. სანადირო იარაღით დაჭრილია ერთ-ერთი მამაკაცი, რომელიც რეგიონალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს ოპერაციის დროს გარდაიცვალა.

საქმის არსებითი განხილვა 15 აპრილს 1 ის ნახევარზე ჩაინიშნა.

.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში