ვასილ ლელუაშვილს ბრალი წაუყენეს

21 სექტემბერი 2016, 00:00 3738 ნახვა

კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის ყოფილ მოადგილეს, ვასილ ლელუაშვილს 26 მაისის საქმეზე ბრალი ოფიციალურად წაუყენეს.  ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი  ბრალს არ აღიარებს და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. მამუკა ჭაბაშვილი ამბობს, რომ ვასილ ლელუაშვილი უშუალო ხელმძღვანელისგან, დათა ახალაიასგან მომიტინგეების მასობრივად დაკავების დავალების მიღებას არ ადასტურებს. იმ პირთა ჩამონათვალში, კი  ვინც ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენას ადასტურებს, არც ერთ მის საკურატორო სფეროში შემავალი სამმართველოს თანამშრომელი არ არის. 

ამავე კატეგორიაში