კორონავირუსის გავრცელების გამო, ამერიკაში პოპულარული მექსიკური ლუდი "Corona"-მ ზარალი განიცადა. სტატისტიკას უცხოური მედია ავრცელებს.
მექსიკური ლუდის რეიტინგი 2019 წელს 80% იყო. კორონავირუსის გავრცელების შემდეგ კი, მან პოპულარობა დაკარგა და მოსახლეობის, მხოლოდ 50%-ია, მისი მომხმარებელი.
"ლუდი, სახელის გამო, კორონავირუსთან ასოცირდება და ამიტომ მკვეთრად დაეცა მისი რეიტინგი"- წერია გავრცელებულ გამოკვლევაში.