"რომ მცოდნოდა გადაღება დაწყებული იყო არ ვიხუმრებდი" - ნინო ხაჟომია განცხადებას ავრცელებს

26 თებერვალი 2020, 20:39 6798 ნახვა

აჭარის მაუწყებლის საინფორმაციოს სამსახურის რედაქტორმა, ნინო ხაჟომიამ განცხადება გაავრცელა, სადაც დღევანდელ ინტერვიუზე საუბრობს და ბოდიშს უხდის საზოგადოებრივი მაუწყებლის მაყურებელს ბოდიშს უხდის შექმნილი უხერხულობის გამო.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"ჩემთვის არ უცნობებიათ, რომ ჩაწერა დაწყებული იყო. შავ მასალას თუ გადახედავთ ჩანს რომ ჟურნალისტთან პირადად ვსაუბრობ, ვპასუხობ ტელეფონს, ვეცნობით ჩემს სივს, ვკითხულობთ ტექსტს, ვემზადებით ინტერვიუსთვის, ოპერატორი ასწორებს კადრს. რომ მცოდნოდა რომ გადაღება დაწყებული იყო არ ვიხუმრებდი, რადგან არაეთიკური გამონათქვამი არ მომხდარიყო ეთერში. ბოდიში ვუხდი საზოგადობრივი მაუწყებელს და მაყურებელ შექმნილი უხერხულობის გამო. არ ვიცოდი რომ ჩაწერა მიმდინარეობდა და ბუნებრივია არ ვიცოდი ეს თუ ეთერში მოხვდებოდა" - პატივისცემით ნინო ხაჟომია.

შეგახსენებთ რომ; მასალა დღის ეთერში 3 საათზე გავიდა, დაახლოებით 5 საათის შემდეგ კი, ნინო ხაჟომიამ ეს განცხადება გაავრცელა.

იცოდა თუ არა ნინო ხაჟომიამ, რომ ინტერვიუს ჩაწერა დაწყებული იყო? ვინაიდან საზოგადოებაში კითხვის ნიშანი გაჩნდა, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახური დაუმონტაჟებელ ინტერვიუს გთავაზობთ.

 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში