აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის ახალი მოადგილე ვახო ხუზმიაშვილი და ახალი ამბების სამსახურის ახალი რედაქტორი ნინო ხაჟომია, რომელიც დირექტორის ინფორმაციით საგამოძიებო მიმართულებით იმუშავებს, თანამშრომლებს შეხვდნენ.
ვახო ხუზმიაშვილის თქმით, იგი სარედაქციო პოლიტიკაში არ ჩაერევა. ნინო ხაჟომიამ კი განაცხადა,რომ ის არ მოსულა როგორც ცენზორი. ახალი ამბების გუნდს ახალ თანამშრომლებთან კითხვები ჰქონდათ მაუწყებელში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით.