ჩინეთის ქალაქ უხანში კორონავირუსით 29 წლის ექიმი გარდაიცვალა

23 თებერვალი 2020, 15:33 1578 ნახვა

ჩინეთის ქალაქ უხანში კორონავირუსით 29 წლის ექიმი გარდაიცვალა. პენ ინჰუას კორონავირუსი 25 იანვარს აღმოუჩინეს და საავადმყოფოში მოათავსეს, თუმცა რამდენიმე დღეში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. ჩინური მედიის ცნობით, 21 თებერვალს მას ქორწილი ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა კორონავირუსის ეპიდემიის გამო მას საქორწინო ცერემონიის გადადება მოუწია.

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 76 936-მდე გაიზარდა, გარდაცვლილთა რიცხვმა კი 2442-ს მიაღწია. ამასთან ერთად, ჩინეთის საზღვრებს გარეთ, 30 სახელმწიფოში უკვე 1 500-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, დაღუპულთა რაოდენობამ კი 19-ს მიაღწია. მათ შორის, ვირუსი პირველად დაფიქსირდა ლიბანსა და ისრაელში.

კორონავირუსის ეპიდემიის გამო იტალიის ჩრდილოეთში კარანტინი გამოცხადდა. მას შემდეგ, რაც დაინფიცირებულთა რიცხვმა 79-ს მიაღწია, პრემიერ-მინისტრმა, ჯუზეპე კონტემ ქვეყნის ჩრდილოეთში, ლომბარდიისა და ვენეტოს რეგიონებში კარანტინი გამოაცხადა. ხელისუფლებამ 50 000-მდე ადამიანს სახლებში დარჩენისკენ მოუწოდა. გადაიდო ყველა სპორტული ღონისძიება, მათ შორის ფეხბურთში იტალიის ჩემპიონატის სამი მატჩი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში