საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში აცხადებენ, რომ ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავ გემზე დარჩენილი ეკიპაჟის წევრები უსაფრთხოდ არიან. თამარ იოსელიანი ინფორმაციით, გემთმფლობელ კომპანიასთან და გატაცებული მეზღვაურების ოჯახის წევრებთან კომუნიკაცია ჰქონდათ. ამ ეტაპზე სხვა დეტალები უცნობია.
''ოჯახის წევრებთან შეხვედრა ახლა დავასრულეთ, მივაწოდეთ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია. ვმუშაობთ როგორც ლიბერიის სახელმწიფოსთან, ასევე გემთმფლობელთან და გვაქვს აქტიური კომუნიკაცია დიპლომატიურ სამსახურებთან, ისინიც აქტიურად არიან ჩართული პროცესებში.
20 თებერვალს შეიარაღებული თავდასხმა მოხდა ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერზე. მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციის გამჟღავნების საშუალება არ გვაქვს ისევ ქართველი მეზღვაურების უსაფრთხოებიდან გამომდინარე. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ოჯახს მედიასთან კომუნიკაციას არ უკრძალავს, მე მათ გემთმფლობელი კომპანიის თხოვნა გადავეცი, თუ სურთ თქვენთან კომუნიკაცია მიბრძანდით და გააკეთეთ ის რასაც თვლით საჭიროდ'' - განაცხადა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა.