კომპიუტერული მეცნიერების ერთ-ერთი პირველი პროგრამისტი, ლარი ტესლერი 74 წლისა გარდაიცვალა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
მან მოიგონა ცნობილი და მარტივი ფუნქციები; ამოჭრა, კოპირება და ჩასმა. კლავიატურის კლავიშების Ctrl X, Ctrl C და Ctrl V-ს გამოყენებით პერსონალური კომპიუტერების მოხმარება უფრო მარტივი გახადა.
ლარი ტესლერი 1945 წელს ნიუ-იორკში დაიბადა. დაამთავრა სტენფორდის უნივერსიტეტი და სწავლის დამთავრებისთანავე, კომპიუტერული პროგრამების შემუშავებას შეუდგა. 1960 წელს მუშაობა დაიწყო სილიკონის ხეობის კომპიუტერული ტექნიკის მუზეუმში.
ამოჭრისა და ჩასმის ფუნქციებით 1983 წელს პირველად Apple - ის პერსონალური კომპიუტერი Lisa აღიჭურვა. Apple-დან წასვლის შემდეგ კი, ტესლერმა საკუთარი შემეცნებითი სტარტაპი დაარსა, სხვადასხვა დროს იგი ასევე თანამშრომლობდა Yahoo-სთან და Amazon-თან.