"არც მრჩეველთა საბჭო და არც მენეჯმენტი არ არის მზად განმარტოს და დაასაბუთოს ამ ცვლილების აუცილებლობა. მე ვერ ვხედავ აქ ორგანიზაციის იურიდიულ სამსახურს, იურიდიული დეპარტამენტის უფროსს, ასევე, საკადრო განვითარების სამსახურის უფროსს, რომლის უშუალო ფუნქციაში შედის კარგად შეისწავლოს და დაასაბუთოს ეს ცვლილება, რომელიც ეხება კონკრეტულ თანამდებობას და თანამშრომლებს.
მე როგორც ვიცი, ეს ადამიანები არც იყვნენ საქმის კურსში და მე ეს დავაზუსტე გუშინ. ამიტომ გთხოვთ გადადოთ ამ საკითხის განხილვა მანამ, სანამ არ იქნებიან მხარეები ჩართული, მე, ასევე სამსახურის უფროსები, რომელთაც თქვენ მმართველთა საბჭოზე გააცანით ეს საკითხი და არ მიგიღიათ მათი მხარდაჭერა, მეტიც, ბატონმა გიორგი კოხრეიძემ, სამსახურის უფროსებს უთხრა, რომ ვალდებული არ იყო აეხსნათ, უბრალოდ ცნობად მიიღეთო.
ამის გათვალისწინებით, ვითხოვ სამსახურების მოწვევას, ასევე, იურიდიული და ადამიანური რესურსების სამსახურების ჩართვას ამ პროცესში და ამ საკითხის კარგად მომზადების შემდეგ განხილვას" - განაცხადა მაია მერკვილაძემ მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე, სადაც მისი და კიდევ 4 უფროსის მოადგილის სამსაცურის გაუქმებაზე მსჯელობენ.