თურქეთში 24 საათის განმავლობაში ორი მიწისძვრა მოხდა

19 თებერვალი 2020, 12:24 1610 ნახვა

თურქეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში მეორე მიწისძვრა მოხდა. ბოლოს მიწისძვრის ბიძგები მუღლას პროვინციაში დაფიქსირდა და მათმა სიმძლავრემ 4,2 მაგნიტუდა შეადგინა.

გუშინ, რამდენიმე საათით ადრე  მიწისძვრა მოხდა მინისაში, ბიძგები 5.2 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო.

თურქული მედია, ამ ეტაპზე ინფორმაციას მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ არ ავრცელებს.

გასულ თვეში თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა და მას 41 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი