აჭარის მაუწყებლის ჟურნალისტები დღეს საიას ხელმძღვანელს შეხვდებიან

18 თებერვალი 2020, 12:13 1522 ნახვა

დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტები, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელს სულხან სალაძეს შეხვდებიან და მაუწყებელში არსებული პროცესების შესახებ ისაუბრებენ. 

ხვალ მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს სხდომაა ჩანიშნული, რომელზეც გადაწყდება დაუჭერენ თუ არა მხარს დირექტორის გადაწყვეტილებას საშტატო ერთეულების გაუქმებასთან დაკავშირებით, რომელიც სამსახურების უფროსების, მოადგილეების გაუქმებას გულისხმობს. საუბარია სამ თანამშრომელზე - მაია მერკვილაძეზე, გიორგი მურვანიძესა, მაია შაშიკაძეზე.

მაუწყებლის მხარდასაჭერი აქციები რამდენიმე ქალაქში გაიმართა, პოლიტიკურმა პარტიებმა დიპლომატიურ კორპუსს და მესამე სექტორს  მონიტორინგისთვის მიმართა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი