დანიის პოლიციამ სატვირთო გემზე 100 კილოგრამი კოკაინი აღმოაჩინა - დაკავებულია 27 პირი

17 თებერვალი 2020, 15:30 3048 ნახვა

დანიის პოლიციამ სატვირთო გემზე 100 კილოგრამი კოკაინი აღმოაჩინა.  ნარკოტიკული საშუალების კონტრაბანდისათვის სამართალდამცველებმა 27 პირი დააკავეს. 

კოკაინის განსაკუთრებით დიდი რაოდენობა ბაჰამის კულძულებზე რეგისტრირებულ სატვირთო გემზე აღმოაჩინეს.

დაკავებულებს შორის ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქეა. მათ შორისაა გემის ეკიპაჟის წევრები: რუსი, ლატვიის, ეკვადორის და ფილიპინების მოქალაქეები. ბრალდებულებს 16 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

უცხოური მედიის ცნობით, ამოღებული კოკაინი 50 მილიონი აშშ დოლარის ღირებულებისაა.

არსებული ვერსიით, გემი შვედეთის პორტიდან სანკ-პეტერბურგში მიემართებოდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი