გენო პეტრიაშვილი ევროპის ჩემპიონია

17 თებერვალი 2020, 00:14 2548 ნახვა

რომში დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე ჭიდაობაში საქართველოს ნაკრებმა ბოლო საშეჯიბრო დღეს სამი მედლის მოპოვება შეძლო.

კონტინენტის პირველობაზე ოქროს მედალი მსოფლიოს მომქმედმა და სამგზის ჩემპიონმა გენო პეტრიაშვილმა (125 კგ.) მოიპოვა, რომელმაც ფინალში დამაჯერებლად, ანგარიშით 11:0, პოლონელი რობერტ ბარანი დაამარცხა.

ვერცლის მედლის მფლობელი ასევე მსოფლიოს მომქმედი გამარჯვებული ბექა ლომთაძე (61 კგ.) გახდა, ბრინჯაო კი ავთანდილ კენჭაძემ (74 კგ.) მოიპოვა. გუშინ თავისუფალი სტილი მოჭიდავე ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ) ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

ევროპის დასრულებულ პირველობაზე მთლიანობაში საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა ერთი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს, ხოლო ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა ჩვენს ნაკრებს ორი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი შესძინეს.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში