ქალაქ გორში ქართულ ჭიდაობაში საქართველოს აბსოლუტური ფალავნობა გაიმართა. 2025 წლის აბსოლუტურ ფალავნობაში ჩემპიონობა გიორგი ჩაგელიშვილმა იზეიმა, საბა ინანეიშვილი ვიცე-ჩემპიონი გახდა, ბრინჯაოს მედალი კი ნიკა სიდამონიძემ მოიპოვა. გამარჯვებულები ასევე გამოვლინდნენ 80, 90 და +100 კილოგრამ წონით კატეგორიებში. მათ მედლები და სიგელები გადაეცათ. ღონისძიება საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა. საქართველოს აბსოლუტური ფალავნობა ქართული ჭიდაობის უმთავრესი ტურნირია. ის პირველად 1928 წელს ჩატარდა, წელს კი 97-ე ტურნირი გაიმართა.
