დინამო „ ბათუმის“ 100%-იანი მფლობელი კვლავ აჭარის მთავრობაა. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში დინამო „ ბათუმის „ პრეზიდენტი არჩილ ბერიძე იყო. ბერიძე საფეხბურთო გუნდის მართვასთან დაკავშირებულ ცვლილებების დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა გვითხრა, რომ სურს ყველა კითხვას რაც გუნდის მართვას უკავშირდება პასუხი უახლოეს დღეებში კონფერენციით გასცეს.
საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით შპს „ლამინთან „ გაფორმებული ხელშეკრულება 9 დეკემბერს გაუქმდა. რომელიც გუნდს 2020 წლიდან მართავდა. რეესტრის ამონაწერში ვკითხულობთ, რომ კომპანიას 1 196 209 ლარის ოდენობით დავალიანება აქვს, რომლის გადახდა ერთ თვიან ვადაში ევალება.
