შეხვედრა იაპონიის ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტთან

08 დეკემბერი 2025, 10:12 80 ნახვა

საქართველოს სპორტის მინისტრის, შალვა გოგოლაძის, სამუშაო ვიზიტი იაპონიაში გრძელდება. სპორტის მინისტრი დაესწრო ტოკიოს „გრანდ სლემს“, რომლის ფარგლებშიც სრულიად იაპონიის ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტთან, შინიჩი ნაკამურასთან, შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მხარეებმა ძიუდოში ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობასა და ამ მიმართულებით გამოცდილების გაზიარების შესახებ ისაუბრეს.

სპორტის მინისტრმა შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა საქართველო-იაპონიის მეგობრული ურთიერთობის გაძლიერების პროცესში ძიუდოს როლსა და მნიშვნელობაზე.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში